ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხულოს მერიის ცნობით, მამულაძის ქუჩაზე საყრდენ კედელს და საფეხმავლო ბილიკს აწყობენ.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 334 ათას 378 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ იაკობაშეებში. სოფელში ფერდსამაგრი კედელი შენდება.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ოლიმპი2012“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 871 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 12 ლოკაციაზეა დაგეგმილი, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 161 375 ლარი დაიხარჯება.