ქობულეთში, ცენტრალურ საავადმყოფო "ბომონდში" ე.წ. ცხელების ცენტრი გაიხსნა. კლინიკა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. იმუშავებს 10 ბოქსირებული განყოფილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებსაც მიიღებს. ცხელების ცენტრის მოწყობაზე 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 23 მაისს აჭარა მწვანე ზონა გახდა. აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოყვში, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების დროს გამოვლენილი და დაზიანებული კულტურული ფენების აღდგენასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს. ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების ფაქტზე სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის იანვრის თვიდან...
"ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი" საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და "ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს" (EBRD) შორის დღეს შედგა. შეთანხმების თანახმად,...
ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 125​2 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულიხსმობს. კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 175-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისგან გათავისუფლების საკითხი. ცვლილებების თანახმად, სპეციალური ზონალური გადასახადისგან თავისუფლდება გადამხდელი, თუკი ობიექტი წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩიში მოეწყობა სასმელი წყლის დარჩენილი შიდა ქსელი, რეზერვუარი და საქლორატორო. სოფელ სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილი, ხოლო სოფელ სიონში სასმელი წყლის შიდა ქსელი. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის 971 740 ლარის გადახდას გეგმავს. მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ...
კახეთში ველისციხისა და ბოდბისხევის საკვირაო ბაზრები დროებით დაკეტილია. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შესაბამისი უწყებებიდან უკვე გაეგზავნათ რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემდეგ ორივე ობიექტმა ფუნქციონირება უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია მოხდეს ამ ტერიტორიებზე მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ყველა წესის გათვალისწინება. შეგახსენებთ, რომ თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში ბაზრებმა რეგულეციების დაკმაყოფილების...
ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმით ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, "ალუბლების ბაღში" ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა. მაცხოვრებლები ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. თბილისის მერიამ...
შემდეგი სტატია მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ...
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარე მეცხოველეობის ბაზარმა მუშაობა დაიწყო. ბაზარი 24 მაისს, კვირას გაიხსნა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ჩატარდა სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები. დამატებითი რეკომენდაციებიც აქვთ, რომლებსაც ეტაპობრივად შეასრულებენ“,- გვითხრეს სეს-ში. ბაზრის გახსნამდე, 12 დრით ადრე, სავაჭრო ობიექტზე არსებული მდგომარეობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჩეკურაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს დიღმის ჭალების ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა, აუცილებლად განხორციელდება. „ეს არის ტყუილი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ეს პროექტი დროებით გაჩერებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება. არ მესმის ჩვენი ოპონენტების ლოგიკა, რამდენიმე დღის წინ პრეტენზია ჰქონდათ, რატომ ყიდულობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ატრაქციონებს სკვერებისა და პარკებისთვის, ახლა გამოდიან...
წინა სტატია დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს. მისი თქმით, დედაქალაქს სულ 700 ავტობუსი ჰყავს. “დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომელიც გააჩნია დედაქალაქის მერიას. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და თუ ამის საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ. როგორც...
გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, შსს - მომსახურების სააგენტოსთან მისასვლელი გზის გაგანიერებისა და საფეხმავლო სივრცის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 170 290 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "სუხიშვილის ქუჩაზე, შსს - ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამორტიზირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის მოძრაობა ინტენსიურია (მათი უსაფრთხოების მიზნით) საჭირო გახდა ახალი საფეხმავლო სივრცის მოწყობა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. სატენდერო პირობების მიხედვით,...
ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. სტიქიის ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფება. დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ინფორმაციას ოუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ, კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და გორში შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სააგენტო...
კორონავირუსის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. პრემიერმინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ