გორში, შსს – მომსახურების სააგენტოსთან საფეხმავლო სივრცის მოსაწყობად 170 000 ლარი დაიხარჯება

573

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, შსს – მომსახურების სააგენტოსთან მისასვლელი გზის გაგანიერებისა და საფეხმავლო სივრცის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 170 290 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“სუხიშვილის ქუჩაზე, შსს – ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამორტიზირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის მოძრაობა ინტენსიურია (მათი უსაფრთხოების მიზნით) საჭირო გახდა ახალი საფეხმავლო სივრცის მოწყობა”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.