პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა

895

ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმით ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, “ალუბლების ბაღში” ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა. მაცხოვრებლები ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

თბილისის მერიამ ალუბლების ქუჩაზე 2 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ენ აი დიზე“ 2019 წლის 11 დეკემბერს გასცა. მოსახლეობა იგივე ადგილზე სკვერის ან სპორტული მოედნის გაშენებას ითხოვდა.