ქობულეთში, ცენტრალურ საავადმყოფო “ბომონდში” ე.წ. ცხელების ცენტრი გაიხსნა.
კლინიკა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. იმუშავებს 10 ბოქსირებული განყოფილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებსაც მიიღებს.
ცხელების ცენტრის მოწყობაზე 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
23 მაისს აჭარა მწვანე ზონა გახდა. აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.