ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა.
სტიქიის ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფება.
დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები.