6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები. ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი თუ რა სახის ტრანსპორტით რამდენი ტურისტის გადაადგილებაა დაშვებული. ამასთან, აღნიშნულია რომ ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს. რეკომენდაციების თანახმად, მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. ამასთან, ტურისტების ყოველი გადაყვანის...
წინა სტატია
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიანიჭა, ოზურგეთის საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებას დღეს რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი.
საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 30-ე ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა დაემატა.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ . დაბა გომისმთა უკვე არის ადმინისტრაციული ერთეული, რაც ნიშნავს ყველანაირ პირობას უკვე შემუშავებული განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებისათვის, აგრეთვე, კურორტზე არსებული მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისა და კურორტის გეგმაზომიერ განვითარებისათვის. ეს...
პანდემიის ფონზე ჯანდაცვის სისტემა ხელების დაბანას გირჩევთ, სახელწიფო კი წყლით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. მუდმივი მოწოდებების ფონზე, რეკომენდაციის შესრულებას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ. ჰიგიენის დაცვა 21-ე საუკუნეში, შარაბიძეების დასახლებაში, მცხოვრებლებს უჭირთ. მდგომარეობა გაუსაძლისია, რადგან წყლის პრობლემა აქვთ. ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ აკაკი შანიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს უჭირთ გაიხსენონ თარიღი, როდის მიეწოდებოდათ უკანასკნელად სასმელი წყალი. ოჯახებისთვის ერთადერთი საშუალება...
პანდემიის პერიოდში, ახალციხის მერის წარმომადგენლების სოფლებში გადასაადგილებლად, თვითმმართველობამ საწვავი გამოყო. თითოეული მათგანი თვეში 100 ლიტრს იღებს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც საწვავი მართვის მოწმობის უქონლობის გამო ვერ მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერს სულ 19 წარმომადგენელი ჰყავს, მათგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი ვალეში, 14 კი, მუნიციპალიტეტის სოფლებში.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმომადგენლებისთვის საწვავის ხარჯი გამოიყო, თუმცა რწმუნებულების ნაწილი,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, კორონავირუსის პრევენციისათვის გამოყოფილი 25 000 ლარიდან ნახევარი უკვე გახარჯულია და „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ კომენტარში, სადაც ამბობს, რომ „საგანგებო ბიუჯეტი“ ჯერ გაწერილი არ არის, შეცდომა მოუვიდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეს, 28 მაისს „სამხრეთის კარიბჭემ“ კორონავირუსის პრევენციისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული თანხის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეზე დაყრდნობით წერია, რომ 25 000 ლარი ჯერ...
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.
"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, წესრიგდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“, -...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 72 175 ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა ასევე 52 151 მოქალაქეს.
“დღეის მდგომარეობით, 72 175 ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 52 151 თვთდასაქმებულმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო დღეს. 194 796-მა ჩვენ თანამოქალაქეს,...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, რომელიც გაიცა და თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.
ამასთან, კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა, რისთვისაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო მოცემული. თუ დისტანციის აუცილებლობა იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღევანდელი...
რუსთავი-თბილისის მიმართულებით, კომპანია “ინტერტრანსის“ მიკროავტობუსებმა მგზავრთა გადაყვანა განაახლეს
რუსთავი-თბილისის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ მიკროავტობუსებმა მგზავრთა გადაყვანა, დილიდან განაახლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, „ინტერტრანსის“ დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრებს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ემსახურებიან. კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. აღნიშნულ საკითხს ,,ინტერტრანსის“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია, სამარშრუტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს დეზინფექციას უტარებს.
დღეს,...
2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით, პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ.
„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ...
2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა.
„საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და...
მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი.
„2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა...
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
„ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე...
წინა სტატია
ახალციხის მერის მრჩეველმა გელვასი გელაძემ, შპს „მშენებლი 2004“-ის წილი დათმო და გაასხვისა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნის შემდეგ, ექვს წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მოიგო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გელვასი გელაძე შპს „მშენებლი 2004“-ის 20%-იანი წილის მფლობელი იყო. 2020 წლის 15 თებერვალს მან წილი სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისა უშანგი ყულჯანიშვილზე. გამსხვისებელ-დამთმობი ხელკშეკრეულბა წინაპირობის გარეშე...
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, სადაც ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„საკრებულომ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ქუჩისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებისა და ბერიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული...
საქსტატის სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის აპროლში საქართელოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ეს რაოდენობა 92.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში რეგისტრირებულ საწარმოებზე.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 4 246.9 მლნ. ლარი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) კი -32.8%-ია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































