6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები

777

6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები. ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.

დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი თუ რა სახის ტრანსპორტით რამდენი ტურისტის გადაადგილებაა დაშვებული. ამასთან, აღნიშნულია რომ ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს. რეკომენდაციების თანახმად, მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. ამასთან, ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება. სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით. გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.