გახარია: 2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ

934

2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.