აპრილში საქართველოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

423

საქსტატის სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის აპროლში საქართელოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ეს რაოდენობა 92.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში რეგისტრირებულ საწარმოებზე.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 4 246.9 მლნ. ლარი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) კი -32.8%-ია.