საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.
“საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, წესრიგდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.
აღსანიშნავია, რომ 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.