ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, კორონავირუსის პრევენციისათვის გამოყოფილი 25 000 ლარიდან ნახევარი უკვე გახარჯულია და „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ კომენტარში, სადაც ამბობს, რომ „საგანგებო ბიუჯეტი“ ჯერ გაწერილი არ არის, შეცდომა მოუვიდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეს, 28 მაისს „სამხრეთის კარიბჭემ“ კორონავირუსის პრევენციისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული თანხის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეზე დაყრდნობით წერია, რომ 25 000 ლარი ჯერ გახარჯული არ არის.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას შეცდომა მოუვიდა და თანხის ნახევარი უკვე გახარჯულია: „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, 25 000 ლარიდან 13 500 ლარი დაიხარჯა, შეძენილია 500 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, რომლის დარიგება ახლაც მიმდინარეობს“, – აზუსტებს ნოზაძე.
მისივე თქმით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტი 4 000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ე.წ. საგანგებო ბიუჯეტი 30 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. რომლის მიხედვითაც, ახალციხის მერიის მიერ მარტსა და აპრილში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღრული თანხა, 25 000 ლარი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება.