კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

441

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, რომელიც გაიცა და თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.

ამასთან, კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა, რისთვისაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო მოცემული. თუ დისტანციის აუცილებლობა იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონიტორინგის შედეგად, მოთხოვნების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათ მიერ გათვალისწინებული და დაცული იყო ის მოთხოვნები, რომლებიც გაჟღერდა ჩვენი მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში ისე, როგორც ეს იყო კორონავისუთან უშუალო ბრძოლაში“, – განაცხადა კალაძემ.