წინა სტატია მთავრობის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კრიზისების მართვის კუთხით არსებული კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება იქნება. მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის“ შესწავლა, განვილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის. „კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა...
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მდინარეებიდან წყლის სინჯები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ცხინვალის ,,კგბ"-ს მტკიცებით, ოფიციალური თბილისი სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ცდილობს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ამას წინ 1 და 3 ივნისს, პროვოკაცია უძღოდა. კერძოდ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონში ორი საფრენი აპარატი გაუშვეს, რითიც საჰაერო სივრცე ,,დააღვიეს". ამის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მდინარეებიდან სინჯების აღება...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს"თავმჯდომარე ბათლომე შელია წინააღმდეგია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშა განთავსდეს. მისი თქმით, არ იმყოფება ქალაქში და ამ მიზეზით ვერ ესწრება სხდომას, სადაც საკრებულო იმსჯელებს ნიშის განთავსებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე. ამბობს, რომ დასწრების შემთხვევაში ხმას წინააღმდეგ მისცემდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მან ფრექსკის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გააკეთა, სადაც ალტერნატიული წინადადები განუხილველობის გამო აკრიტიკებს,...
გორის მერიას  ჭავჭავაძის გამზირისა და სამეფო ქუჩის კვეთასთან (სამეფოს N76-ის მიმდებარედ) საგზაო ნიშნის განთავსება სურს. მერიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ადგილებზე მოქალაქეების გადაადგილება ხშირია, რის გამოც საჭიროა ამკრძალავი ნიშნის დადგმა დამატებითი ინფორმაციის ნიშნით. შესაბამის განკარგულებას საკრებულო მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს. "ქართლის ქუჩაზე საბითუმო მაღაზიების გამო, დღის განმავლობაში შეინიშნება მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია. ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროა რომ ქართლის ქუჩაზე აიკრძალოს სატრანსპორტო...
კომპანია „ჯივიპიმ“ სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო. „კომპანია დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ,,ჯივიპიმ" 300 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში საგრანტო კონკურსს აცხადებს. ფოთის მერიის ცნობით, კონკურსის მიზანია, საზოგადოებაში აქტიური მოქალაქეობის დანერგვის კუთხით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების გაძლიერება. საგრანტო კონკურსში მონაწილების უფლება აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფებს, ქუჩის ამხანაგობებს, სათემო გაერთიანებებს, რათა მათ განახორციელონ მდგრადი პროექტები და წაახალისონ აქტიური მოქალაქეობა, გაზარდონ მათი...
"მთავარი არხის” ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად, შესაძლოა, მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილ და გურჯაანის დეპუტატი დავით სონღულაშვილი წარადგინოს. ამავე კანდიდატებთან ერთად, განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც. მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, 15 ივნისს გახდება ცნობილი.
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი, პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. შეღავათიანი აგრო კრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა...
წინა სტატია მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში ეგორ თოროიანი ამბობს, რომ ბრძანება სოფლის ჩაკეტვის შესახებ უკვე მიიღეს. მისი განმარტებით, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული გამოუშვეს, სოფელში თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ჯერ ჩაკეტილი არ არის სოფელი, მაგრამ ვემზადებით რომ ჩაიკეტოს, ბრძანება უკვე მიღებულია“, – აცხადებს სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი. სოფელში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის...
პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50 000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და...
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმცირდებათ გადასახადის მოცულობა და მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელთა ნაწილმა საგადასახადო ორგანოს არ მიმართა შესაბამისი განცხადებით. ამის გამო, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს უწევდათ 2020 წლის მარტის, აპრილისა და...
მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი  ტექნიკა – საგზაო  გრეიდერი, ტვირთამწე და ორი ერთეული ავტომობილი პიკაპი გადაეცა. ტექნიკა მუნიციპალიტეტებს  ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მაჟორიტარი  დეპუტატის,  ასევე, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების  ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. აღნიშნული პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას...
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან,  გიორგი მაქარაშვილთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. “განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე, სასმელი წყლის სისტემისა და სტიქიური ნაგავსაყრელების მოწესრიგების საკითხები, ასევე, ისაუბრეს ნაპირსამაგრი...
სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქუთაისის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრების მიზნით ახსენდებათ, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომელიც "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ ქუთაისის სკოლა "მართვეში"არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, ყველა სპორტული სკოლის მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება. „მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა არჩევნების...
მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სანიაღვრე არხების მოსაწყობად 110 000 ლარია გათვალისწინებული. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის 7 სხვადასხვა ლოკაციაზე ​ სანიაღვრე არხები მოეწყობა. “სამუშაოები დასრულების ფაზაშია სოფელ განახლებაში, შანშაძეების უბანში. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 100 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 13 500 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავიაკომპანია "AirBaltic” ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. "AirBaltic”-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. "ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით" - აღნიშნულია სტატიაში. ავიაკომპანია მკითხველებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ