ავიაკომპანია “AirBaltic” ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. “AirBaltic”-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
“ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით” – აღნიშნულია სტატიაში.
ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.
✈️ავიაკომპანია "AirBaltic” ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც…
Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2020