მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სანიაღვრე არხების მოსაწყობად 110 000 ლარია გათვალისწინებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის 7 სხვადასხვა ლოკაციაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა.
“სამუშაოები დასრულების ფაზაშია სოფელ განახლებაში, შანშაძეების უბანში. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 100 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 13 500 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.