ცხინვალში მდინარეების ბიოლოგიური შემოწმება დაიწყეს

544

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მდინარეებიდან წყლის სინჯები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ცხინვალის ,,კგბ”-ს მტკიცებით, ოფიციალური თბილისი სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ცდილობს.

სააგენტო ,,რესის” ცნობით, ამას წინ 1 და 3 ივნისს, პროვოკაცია უძღოდა. კერძოდ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონში ორი საფრენი აპარატი გაუშვეს, რითიც საჰაერო სივრცე ,,დააღვიეს”.

ამის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მდინარეებიდან სინჯების აღება გადაწყვიტა.

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორიის არსებობა დეფაქტო ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო განცხადებები მას შედეგ გააქტიურეს, რაც მოსკოვმა ლაბორატორიაში მონიტორინგის უფლება მოითხოვა.