მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა – საგზაო გრეიდერი, ტვირთამწე და ორი ერთეული ავტომობილი პიკაპი გადაეცა.
ტექნიკა მუნიციპალიტეტებს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცა.
აღნიშნული პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის შესაძლებლობების ამაღლებით, მათ შორის აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემითა და სპეციალური წვრთნებით ითვალისწინებს.
„დღევანდელი დონაცია მიზნად ისახავს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას,სხვა პროექტები, რომლებიც ჩვენი დახმარების ფარგლებში იგეგმება არის წყლის პროექტი სოფელ ფრეზეთში, რომელიც 3700 მოსახლეს მოემსახურება, ასევე ვაპირებთ ავაშენოთ მოხუცთა თავშესაფარი დუშეთის მუნიციპალიტეტში ,დიდ იმედს ვიტოვებ,რომ ამ და სხვა პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.