ბორჯომის ცენტრალურ პარკში, წყლის ბიუვეტთან ჰორტენზიების ხეივანი გაშენდება. მცენარეების დარგვა უკვე დაწყებულია. ამასთან, გარდა ჰორტენზიებისა, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ყვავილები, მათ შორის: ტაგეტები, პეტუნიები, ბეგონიები, პელარგონიუმები, ცინიები, გაზანიები, ლავანდები, ვარდები და ორი სახის ჰიდროგეა დაირგვება. „ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ერთგულ დამსვენებელს და ვიზიტორს – პარკი ყვავილნარით უნდა დავახვედროთ, ეს ჩვენი მთავრი პრიორიტეტია“,– აცხადებემ ბორჯომის პარკის ადმინისტრაციაში. ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკი ოფიციალურად მიმდინარე...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, „ვანის ქვაბების“ ისტორიულ კომპლექსზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები წელსაც გაგრძელდება. პარალელურად, უნდა დაიწყოს საკონსერვაციო სამუშაოები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ამ ეტაპზე, „ვანის ქვაბები“, ისევე როგორც სხვა მუზეუმ-ნაკრძალები, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით, აქ კვლევებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი აწარმოებს. „ვანის ქვაბებზე წელსაც გრძელდება კვლევის ნაწილი, რომელზეც ილიას უნივერსიტეტის...
15 ივნისიდან ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნება, დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, შესვლა კი კვლავ უფასო იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ეროვნულ პარკში შესვლა პანდემიის დროს, გარკვეული პერიოდი შეზღუდული იყო, ახლა ნებადართულია. პარკის ოფიციალურ გახსნამდე დამთვალიერებლების აღწერას რეინჯერები აწარმოებენ. „ამ ეტაპზე არ ვიცით გაიხსნება, თუ არა კოტეჯები ან შესაძლებელი იქნება თუ არა კარვებით და...
ადიგენის სოფელ გომაროში ადგილობრივმა გზის გაჭრისას, გათლილი ქვებით ნაშენი ფურნე აღმოაჩინა. რაული შამათავა ამბობს, რომ ერთ სიგრძეზე სამი საცხობი ნახა, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით ექვსი მეტრით არიან დაშორებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ქვის ფურნეები სოფელ გომაროში მაისის შუა რიცხვებში ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი რამ ამ დასახლებაში პირველად მოხდა. „ამ გზასთან ორი სახლია, ერთი ჩემი. ვიწრო გზა იყო და მანქანის მოსატრიალებელი ადგილი აღარ...
video
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თელავში მუზეუმები მესამე თვეა არ ფუნქციონირებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის ისტორიულ მუზეუმში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის განაახლებენ ვიზიტორების მიღებას.
15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისა და დასვენების შესაძლებლობას. ასევე ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად აღდგეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორი იქნება მათი მიდგომა ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ბიზნეს ოპერატორს, თითოეულ ჩვენს...
ქალაქ ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისი შენდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განახლებულ სივრცეში ისარგებლონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. „მოსახლეობას სატყეო სამსახურის სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, რადგან ახალი ოფისი რაიონული ცენტრის ახლოს შენდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო...
წინა სტატია 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია 250 ლარს მიაღწევს, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერები კი კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა შევეხო 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავეს. ეს არის...
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტის მიუხედვად 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონებითვის 1 ივლისიდან პენსია გაიზრდება. „ჩვენ ამ ბიუჯეტს პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით. მათი პენსია მიაღწევს...
რაჭული ლორის და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია მზად არის და მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით. Twinning-ის პროექტი „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მე-2 წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა...
რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა, პარალელურად კი ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის ციხეზე სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო. რუსთავის მერი ქალაქის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნაზი პაჭიკაშვილსა და ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუამ, მათგან მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. „რუსთავის ციხეზე მიმდინარეობს კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, ამის პარალელურად კი რუსთავის ისტორიული...
პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, შემდეგ კი გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე მიიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის არსი ისაა, რომ მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოების ჯანმრთელობა. „ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით,...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციას ახორციელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასფალტ-ბეტონი დაგებულია 2 კმ-იან მონაკვეთზე. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენისა და წყალსადენი მილების მოწყობის სამუშაოები. "ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების...
ს/ს „საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა 15 ივნისიდან ვერ აღდგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრების გადაყვანას. „საქართველოს რკინიგზაში“ მატარებლების მუშაობის განახლებაში ხელისშემშლელ მიზეზებს არ განმარტავენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი გადაადგილებისთვის ერთადერთი ხელსაყრელი ტრანსპორტია ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა მატარებლის აღდგენის მოთხოვნით ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს წერილობით მიმართეს. „ამ დღეებში ტელეფონით დავუკავშირდები...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, იანვარი-ივნისის მონაცემებით, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში, 50-ზე მეტ მისამართზე გზის საფარი განახლდა, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების აუცილებელი პირობაა. სამუშაოებმა ჯამურად 43 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოიცვა. ჯამში, გზის საფარის მოწესრიგება 42 მისამართზე დასრულებულია, 9 მისამართზე კი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სულ, ამ დრომდე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან...
წინა სტატია სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, გამოყენებულიყო გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით, არ გაითვალისწინა და სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას დაეთანხმა. პროცესზე მომხდარი ინციდენტი თავად ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულმა თქვა, რომ ის დისშვილთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ