თბილისის მერია: ვაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა

1042

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იანვარი-ივნისის მონაცემებით, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში, 50-ზე მეტ მისამართზე გზის საფარი განახლდა, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების აუცილებელი პირობაა. სამუშაოებმა ჯამურად 43 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოიცვა.

ჯამში, გზის საფარის მოწესრიგება 42 მისამართზე დასრულებულია, 9 მისამართზე კი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სულ, ამ დრომდე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი გამოიყო.

„რამდენიმეთვიანი პანდემიის პირობების მიუხედავად, ვეცადეთ, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესზე გავლენა არ მოეხდინა. სამუშაოები გრძელდებოდა გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩვენ შევედით 50-ზე მეტ მისამართზე და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.