ვანში, სოფელ დიხაშხოში მდებარე გოგირდის გეიზერბთან ადგილოვრიმა მცირე ინფრასტრუქტურა მოაწყო. განათავსა გასახდელები, მაგიდა სკამებით, სანაგვე ურნა. ამის სესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. როგორც ვანის ტურიზმის ცენტრში განაცხადეს, დიხაშხოს გეიზერებით დაინტერესებული იზიტორებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ადგილბრივმა ზაურ თათვიძემ მოაწყო. ,,გეიზერები ძალიან ბევრი დაავადებისათვის არის სამკურნალო. მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი, გულსისხლძარღვთა, კანის პრობლემებისთვის და ა.შ. ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა დახვდებათ აქ მისულ ტურისტებს ადგილობრივმა ბიზნესმენმა...
დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყლის მოწოდების დადგენილი გრაფიკი შეუმცირდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის ტარიელ ავალიშვილის თქმით, ეს წყლის დებეტის ნაკლებობითაა გამოწვეული. „ცხელი ამინდების გამო წყლის მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარების რაოდენობა გაიზარდა, დაბა ხარაგაულში წყლის დებეტი საკმარისი არაა, ამის გამო გრაფიკის დო შემცირდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგვპირდა, რომ ვიდრე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ...
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. ამის შესახებ ბათუმელები წერს. მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც. ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ხულო-ბეშუმი-ხულო , ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი, ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი, დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა, სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა, სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა, ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი, ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები, ...
ფოტოს აქვს ლოგოო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობა გრძელდება. ბეტონის კარკასის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  „მშენებლობის მონოლითური სამუშაოები დავასრულეთ და ფინიშისკენ გავდივართ, – ამბობს მშენებელი ორგანიზაცია შპს „ინ-სი“-ს საქმეთა მწარმოებელი მალხაზ შელია, – მალე სარემონტო სამუშაოებზე გადავალთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მშენებლობები გარკვეული პერიოდით შეაჩერა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში მოსწრებას ვგეგმავთ. კიცხის სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრისთვის, უნდა დავასრულოთ“. შეგახსენებთ, რომ...
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად 42 560 ლარია გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. ინსპექციამ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ბათუმელები წერს.  ინსპექცია ყიდულობს 133  ქურთუკს, ამდენივე ჟილეტს, 266-266 მაისურს მოკლე და გრძელი სახელოთი, 133 კეპს და 133 საწვიმარ ლაბადას. ტენდერის პირობის მიხედვით, ტანსაცმელი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით . არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტი დაუბრუნდება მიმწოდებელს გასასწორებლად. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 176...
ვანიდან ჯაჯის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ლილუაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით საავტომობილო გზების დეპარტამენტია დაინტერესებული. ამის შესახე რადიო ძველი ქალაქი წერს. "ტბამდე მისასვლელ გზას ყოველწლიურად მუნიციპალიტეტი რამდენადაც შესაძლებელია აკეთებს. არის დაინტერესება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააკეთოს ვანიდან ტბამდე მისასვლელი გზა ყველა სტანდარტების დაცვით."- განაცხადა ნანა ლილუაშვილმა. ჯაჯის ტბა ზღვის დონიდან 2655 მეტრზე მდებარეობს. ამ ადგილს სამთო ტურიზმის...
ანაკლიაში ორდე დგებუაძის ქუჩის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებული 1 800 მეტრის ნაცვლად, კომპანია მხოლოდ 520 მეტრის რეაბილიტაციას გეგმავს. ისინი გზის სავალი ნაწილის სრულად შეკეთებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. „გვაწუხებს მტვერი, ვერ ვაღებთ კარებს, ფანჯრებს. გვპირდებოდნენ ჯერ კიდევ 3 წლის წინ გავაკეთებთო გზას, გვატყუებენ...
კირნათის თემში შემავალი 7 სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  სიუჟეთში ნათქვამია, რომ დაახლოებით, 26 ათას ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. რადგან, კიდევ 58 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს. სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში,...
პანკისის ხეობაში, დუისი-ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ერთი თვეა დინების შუაგულშია მოქცეული. მაისის საწყისში მდინარე ალაზანი ადიდდა, წყალმა მარცხენა ნაპირი დაფარა და ხიდზე ასასვლელი კიბე დააზიანა. ხიდზე მოხვედრა ადგილობრივების მიერ მოწყობილი ხის სახელდახელო გადასასვლელითაა შესაძლებელი. ამის შესახებ რეგინფო წერს. რამზან გორგიშვილი, რომელიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობდა, ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ვიზიტიდან ერთი თვე გავიდა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ჯერ არაფერი გაკეთებულა. „როგორც...
ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ლოკაციების სკაუტების მოწვევას გეგმავს. ლოკაციების სკაუტები, ანუ ლოკაციების კონსულტანტები არიან სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც საკუთარ კლიენტებს უცხოეთში ინვესტირებისთვის ანალიტიკურ სერვისებს სთავაზობენ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. “აწარმოე საქართველოში” ამბობენ, რომ ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტები სავარაუდოდ, სექტემბერში არის დაგეგმილი. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის...
წინა სტატია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) ზუგდიდის მერიისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას ეხება. მერიაში დაადასტურეს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსგან მიიღეს წერილი დოკუმენტაციის გამოთხოვაზე. მანამდე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ამ ტერიტორიის გაყიდვაზე, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ანა წითლიძის განცხადებით, კომპანია მ²-მა იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება, თუმცა შემდეგ...
ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში, სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „სპორტული კომპლექსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია ითვალისწინებს მარტივი ტიპის გასახდელების, სველი წერტილების, ორიარუსიანი ტრიბუნების და სანიაღვრე არხის მოწყობას. შეიცვლება განათების სისტემაც", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს. სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 111 800 ლარია, შპს „თეგიკა უნივერსალი“ ასრულებს....
სტატიის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები გაცვალეს. გარიგების მიხედვით, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე შენობის სანაცვლოდ სახელმწიფომ, ივანიშვილის კომპანიას, ბაკურიანში, აბასთუმანში, ბათუმსა და მცხეთაში ჯამში 14–ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. სახელმწიფომ 49 255 კვ.მ მიწა „ქართუს“ 3 445 კვ.მ-ში გაუცვალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს...
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მარინა არაბიძის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში დედაქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგად გარემოზე ნეგატიური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, მარინა არაბიძის განცხადებით, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებამ მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა აზოტის დიოქსიდის კუთხით. „დღეს მინდა წარმოდგიდგინოთ აზოტის დიოქსიდის მონაცემები, რადგან აზოტის დიოქსიდის მომატებული კონცენტრაცია დაკავშირებულია მანქანების გამონაბოლქვთან და სწორედ ამ კუთხით...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 35 საკვლევი მასალიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სოფელ გეტაში, სადაც ამ დრომდე საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში გუშინ აიღეს, ასევე ჩატარდა...
შპს "აკვაპარკის" საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბიზნესმენ მანანა მიქავას უფლებადამცველი, ნანა ფირცხელავა დაკითხეს. ადვოკატის თქმით, საკრებულოს სხდომის მიმიდინარეობისას, სადაც ისინი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას დაუპირისპირდნენ, მას პროკურატურის გენინსპექციიდან დაუკავშირდნენ და თბილისში დაიბარეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. იქ, როგორც ნანა ფირცხელავა ამბობს, შესულია საჩივრები მათგან როგორც ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას, ისე საკრებულოს თავმჯდომარის და პროკურორების - ილია ჯალაღანიას, თამთა გახარიას და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ