ვანში, სოფელ დიხაშხოში მდებარე გოგირდის გეიზერბთან ადგილოვრიმა მცირე ინფრასტრუქტურა მოაწყო. განათავსა გასახდელები, მაგიდა სკამებით, სანაგვე ურნა. ამის სესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
როგორც ვანის ტურიზმის ცენტრში განაცხადეს, დიხაშხოს გეიზერებით დაინტერესებული იზიტორებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ადგილბრივმა ზაურ თათვიძემ მოაწყო.
,,გეიზერები ძალიან ბევრი დაავადებისათვის არის სამკურნალო. მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი, გულსისხლძარღვთა, კანის პრობლემებისთვის და ა.შ. ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა დახვდებათ აქ მისულ ტურისტებს ადგილობრივმა ბიზნესმენმა ზაურ თათვიძემ მოაწყო. ვისურვებდი, რომ ბევრმა მიბაძოს მას.”- განაცხადა ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, დიხაშხოს გეიზერებით ინვესტორების დაინტერესება დიდია. პროცესები კი კორონავირუსმა შეაფერხა.
,,არის რამდენიმე ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია ამ ადგილის მოწყობით. პროცესები პანდემიამ ბუნდოვანი გახადა. როგორც კი დაიწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა, მერიის ვალდებულებაა მისასვლელი გზა გაკეთდეს, თუმცა იმისს გამო, რომ გზა დატვირთულია მერიაში გეგმავენ, რომ ინვესტორის გამოჩენამდე დააგონ გზა.”- განაცხადა ნანა ლილუაშვილმა.
დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს, მდინარე სულორის ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კილომეტრის დაშორებით.