ხარაგაულის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის დასრულდება

593
ფოტოს აქვს ლოგოო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობა გრძელდება. ბეტონის კარკასის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

„მშენებლობის მონოლითური სამუშაოები დავასრულეთ და ფინიშისკენ გავდივართ, – ამბობს მშენებელი ორგანიზაცია შპს „ინ-სი“-ს საქმეთა მწარმოებელი მალხაზ შელია, – მალე სარემონტო სამუშაოებზე გადავალთ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მშენებლობები გარკვეული პერიოდით შეაჩერა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში მოსწრებას ვგეგმავთ. კიცხის სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრისთვის, უნდა დავასრულოთ“.

შეგახსენებთ, რომ კიცხში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება. მუნიციპალური განვითარებს ფონდმა ხელშეკრულება 2 420 643 ლარზე გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ ამხანაგობასთან – შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“.