მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.
მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც.
ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
- ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად],
- ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
- ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
- ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი,
- დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
- სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა,
- სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა,
- ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი,
- დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი,
- ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები,
- საციხური-აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-საციხური.
ხულო-ბეშუმის გარდა სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტი სხვადასხვა გრაფიკით იმოძრავებს – კვირაში ერთხელ, კვირაში რამდენჯერმე, დღეჩაგდებით. გასვლა ძირითადად იქნება დილის 9 საათზე [ბეშუმის მიმართულებით კი დილის 8 საათზე]; მარშრუტის ბოლო წერტილიდან გამოსვლა კი – საღამოს 6 საათზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 16 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.