კირნათის თემის სოფლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ

859

კირნათის თემში შემავალი 7 სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

სიუჟეთში ნათქვამია, რომ დაახლოებით, 26 ათას ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. რადგან, კიდევ 58 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს. სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. თუმცა, სიაში ვერ მოხვდნენ, კირნათის თემის მცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ მოსალხეობა დიდი ხანია მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 2004 წლამდე ეს ტერიტორია მაღალმთიან ზონად ითვლებიდა.

კირნათში მცხოვრები შოთა ცინცაძის თქმით, მოსახლეობამ მთავრობას მიმართა სტატუსი აღედგინათ, თუმცა, შედეგოდ. ის ამბობს, რომ სოფლებს დაცლა ემუქრება, თუ რაიმე საინტერესო ღონისძიება არ გატარდა ხალხის შესაჩერებლად.

სოფლების დაცლაზე საუბრობენ სოფელ მარადიდშიც. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა ძალიან შემცირდა. სკოლის ყოფილი დირექტორის თქმით, თუ წლების წინ მოსწავლეების რაოდენობა 150-მდე იყო, ახლა 60-მდეა.

სოფლებს, ძირითადად, ახალგაზრდები ტოვებენ, იმიტომ რომ, ხეობა მცირემიწიანია და სარეალიზაციოდ საჭირო მოსავალს ვერ ირებენ. ეკონომიკურ პრობლემებს კი ახლა კირნათიჰესის მშენებლობის გამო სოფლიდან რამდენიმე ოჯახის განსახლებაც დაემატა.

ისტორიკოსი როინ მალაყმაძის თქმით, კირნათი და მარადიდი თურქეთს ესაზღვრება და ეს ისტორული ჩვენი ქვეყნის მენაპირეები, მცველები არიან, ამიტომ მიიჩნევს, რომ მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც კირნათის თემში შემავალ 7 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს, სწორედ ესაა.