ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში, სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„სპორტული კომპლექსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია ითვალისწინებს მარტივი ტიპის გასახდელების, სველი წერტილების, ორიარუსიანი ტრიბუნების და სანიაღვრე არხის მოწყობას. შეიცვლება განათების სისტემაც”, – განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 111 800 ლარია, შპს „თეგიკა უნივერსალი“ ასრულებს. რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება.
„ჭომის“ დასახლებაში ეს მოედანი ათწლეულების მანძილზე არსებობდა, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული კომპლექსი იქნება კეთილმოწყობილი, კომფორტული და ხელმისაწვდომი ამ უბნის ყველა მაცხოვრებლისთვის“, – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
✅ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში , სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერის…
Posted by ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall on ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020