დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყლის მოწოდების დადგენილი გრაფიკი შეუმცირდა

440

დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყლის მოწოდების დადგენილი გრაფიკი შეუმცირდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის ტარიელ ავალიშვილის თქმით, ეს წყლის დებეტის ნაკლებობითაა გამოწვეული.

„ცხელი ამინდების გამო წყლის მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარების რაოდენობა გაიზარდა, დაბა ხარაგაულში წყლის დებეტი საკმარისი არაა, ამის გამო გრაფიკის დო შემცირდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგვპირდა, რომ ვიდრე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ წყალსადენის ტერიტორიაზე წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები შეიცვლება და გაძლიერდება.

ამით წყლის დებეტის რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობითვის უკეთესი გრაფიკის შეთავაზებას შევძლებთ. როდის დაიწყება ტუმბოების შეცვლა-გაძლიერება ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ალბათ უახლოეს მომავალში. ჩემი ინფორმაციით კომპანიას ტუმბოების გამაძლიერებლების მოძიება უკვე დაწყებული აქვს“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ-ერთ მონაწილე კომპანიას შპს „პროხოდკას ფილიალი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, 3 ივნისს, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამჟამად ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისათვის შერჩევა-შეფასება მინდინარეობს.