ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით,  ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფინთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოფელ აფნისში საავტომობილო გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით და საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღით 0-40მმ, აგრეთვე, ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში, ჯამურად, 1,450 კმ გზის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს...
შემდეგი სტატია ქუთაისში 2012 წლის შემდეგ არცერთი პროექტი და ტურისტული ლოკაცია არ გაკეთებულა, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ რიონისპირა სახლების პროექტის ტენდერი შეაჩერა, „რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქუთაისი მათთვის უმნიშვნელოა“. შუშანიას თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მერიამ საარჩევნოდ დააანონსა, თუმცა ის მხოლოდ დაპირებად დარჩა, ისევე როგორც სხვა პროექტები. „მოსახლეობა ადევნებდა თვალს, როგორ დადიოდნენ...
ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020-21 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღებში 7 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები უკვე ჩაირიცხენ, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სხვა. სულ დაახლოებით 3 ათასი აღსაზრდელი. ხვალ რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. როგორ უნდა შეავსონ განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე, როგორ მოიქცეს მშობელი, თუ შვილის...
წინა სტატია ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში მცხოვრები ოჯახების ნაწილი, ელექტროსადგურის მშენებელ კომპანიასთან ქონების გამოსასყიდ  თანხაზე წლებია ვერ შეთანხმდა. მოსახლეობა, ამბობს, რომ  ჰესის მშენებელი კომპანიის „აჭარენერჯი 2007“- ის მიერ შეთავაზებული ფასი  მათი საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო და სასოფლო დანიშნულების ნაკვეთების საბაზრო ღირებულების შესაბამისი არ არის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ისინი ინვესტორისგან ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონების დათმობას არ აპირებენ. მრავალწლიანი დავის შემდეგ, სახელმწიფომ მარადიდის მოსახლეობისთვის კერძო...
წინა სტატია გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ადიგენის მუნციპალიტეტის საკრებულომ კანონდარღვევით დაამტკიცა დაბა აბასთუმნის გენერალური და განაშენიანების გეგმა. კანონდარღვევით მიღებული დოკუმენტი კი, შემდეგში საფუძვლად დაედო შემოვლითი გზის პროექტის საჭიროების დასაბუთებას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  აბასთუმნის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გეოგრაფიკმა“ 238 000 ლარად 2020 წლის იანვარში მოამზადა. ამავე თვეში მიიღო ადიგენის საკრებულომ დასრულებული დოკუმენტი. „შეიძლება...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ადლიის/კახაბრის/ მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 49 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აქციონზე პირობებით ჰყიდის. საწყისი ფასი 4,7 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი - 120 000 ლარი. შესაბამისად, 1 კვ.მ-ის საწყისი გასაყიდი ფასი 97,9 ლარია. აუქციონის პირობები: მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთზე აამოქმედოს საწარმო, რაშიც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე ევალება, საწარმოს...
„გაიცანი ჩემი სოფელი“ - "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" ფოტოკონკურსს აცხადებს. "თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, გადაიღე და გაგვაცანი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელი. ფოტოკოლაჟის საშუალებით ასახე და წარმოაჩინე რომელიმე ღირსშესანიშნაობა, თან დაურთე მოკლე აღწერა, მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. ღირსშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს: სოფლის ხიდი ან ჩანჩქერი; უძველესი ციხე, ეკლესია ან მეჩეთი; მუზეუმი ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სხვა. უპირატესობა მიენიჭება ფოტოებს, რომლებიც წარმოაჩენენ სხვადასხვა სოფელში...
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე კოტეჯების განთავსების პირობით, ხუთი მიწის ნაკვეთი იყიდება. გამყიდველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, რომელმაც ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 000 ლარიდან, 123 000 ლარამდე. ხუთივე ნაკვეთზე, კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს...
ახალციხის სოფელ კლდეში, სადაც მოსახლეობა უწყლობაზე ჩიოდა და ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებოდა, წყლის მიწოდება აღდგა. სოფელში ადგილობრივების ნაწილი უწყლოდ ათი დღე იყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სოფელ კლდის ერთ-ერთი უბნის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 16 ივნისს დაწერა. უწყლოდ დარჩენილი ადგილობრივები ამბობდნენ, რომ პრობლემას მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ე.წ. ჭა ქმნის, სადაც ორი გამანაწილებელია, ერთი მათგანის მოშვების შემთხვევაში წყალი სოფლის ერთ უბანში...
ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ტენდერებს უმთავრესად იმერეთში იგებს, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 395 501 ლარი მიიღო, მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანაშვილის მულის ქმარია.  მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით...
წინა სტატია სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის გამო დაზარალებულები, დღეიდან ექსპერტების თანდასწრებით, ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და დაიწყება ზარალის აღწერა. დაგეგმილია სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც. ითქვა ისიც, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება როგორც ბაზრის ასევე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებთან და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართებს, გამგებლის თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხანძარს გადაურჩა და...
თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, დღეს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ნატახტრის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება. კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულ პერიოდში, ხვალ, 18 ივნისს,...
ჩვენ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ზოგადად პანდემიამდე და დღეს თუ გავაკეთებთ შედარებას, მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში - ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ამასთან, კახა კალაძის თქმით, გამოიკვეთა 15-მდე მარშრუტი, სადაც ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობაა. საუბარია მგზავრებზე, რომლებიც ფეხზე დგანან და ერთმანეთთან ახლოს არიან. „ეს გარკვეულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ...
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს –...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის მშენებლობაც, რომელიც 2021 წლის სასწავლო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ