„ნაცმოძრაობის“ წევრი: ქუთაისში 2012 წლის შემდეგ არც ერთი პროექტი და ტურისტული ადგილი არ გაკეთებულა

1102

შემდეგი სტატია

ქუთაისში 2012 წლის შემდეგ არცერთი პროექტი და ტურისტული ლოკაცია არ გაკეთებულა, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ რიონისპირა სახლების პროექტის ტენდერი შეაჩერა, „რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქუთაისი მათთვის უმნიშვნელოა“.

შუშანიას თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მერიამ საარჩევნოდ დააანონსა, თუმცა ის მხოლოდ დაპირებად დარჩა, ისევე როგორც სხვა პროექტები.

„მოსახლეობა ადევნებდა თვალს, როგორ დადიოდნენ „ქართული ოცნების” ჩინოვნიკები ტელევიზიით და აანონსებდნენ ამ სახლების რეაბილიტაციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო, გაუუქმეს ხელშეკრულება და მუნიციპალური განვითარების ფონდმა უარი თქვა ამ პროექტზე. თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, რადგან საარჩევნოდ იყო გაჟღერებული. 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას” ქუთაისში არცერთი ტურისტული ლოკაცია არ გაუკეთებია. თვლიან, რომ მხოლოდ ბანერებია ქუთაისისთვის საკმარისი. ქალაქი მიტოვებული და მოუვლელია, მხოლოდ სურათები დაგვრჩა, თუ რას აპირებდა „ქართული ოცნება” ქალაქში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.