„გაიცანი ჩემი სოფელი“ – “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფოტოკონკურსს აცხადებს.
“თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, გადაიღე და გაგვაცანი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელი. ფოტოკოლაჟის საშუალებით ასახე და წარმოაჩინე რომელიმე ღირსშესანიშნაობა, თან დაურთე მოკლე აღწერა, მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
ღირსშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს: სოფლის ხიდი ან ჩანჩქერი; უძველესი ციხე, ეკლესია ან მეჩეთი; მუზეუმი ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სხვა.
უპირატესობა მიენიჭება ფოტოებს, რომლებიც წარმოაჩენენ სხვადასხვა სოფელში არსებულ, თუმცა აქამდე უცნობ ღირსშესანიშნაობებს.
გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორიგინალურ ნამუშევარს. დაცული უნდა იყოს საავტორო უფლელები. დაუშვებელია სხვისი ნამუშევრის მითვისება“, – განმარტავენ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში”.
მათივე ცნობით, ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონით.
“მონაწილემ 2020 წლის 15 ივლისამდე, ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა მოგვაწოდოს ფოტო-მასალა მოკლე აღწერით და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ნომერი”, – ამბობენ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში”, ასევე, მათივე თქმით, თავად უზრუნველყოფენ მოკლე აღწერის თარგმნას ინგლისურ ენაზე.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, თითოეულს პრიზით სახით კი წიგნი „ბათომი“ გადაეცემა.
გამარჯვებული ფოტომასალა გამოქვეყნდება: ორგანიზაციის ვებგვერდზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ facebook გვერდზე, ასევე, ორგანიზაცის პარტნიორი ონლაინ-გამოცემის – “ბათუმელების” ვებგვერდზე.
https://www.facebook.com/media.org.ge/photos/a.520970857949019/3118209741558438/?type=3&theater