ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე კოტეჯების განთავსების პირობით, ხუთი მიწის ნაკვეთი იყიდება. გამყიდველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, რომელმაც ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ.
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 000 ლარიდან, 123 000 ლარამდე.
ხუთივე ნაკვეთზე, კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.
თითოეული ქონების შეძენის შემთხვევაში, მყიდველს ევალება არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აუქციონები დაწყებულია და 2020 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება.