„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ის აპირებს 30-ვე ოლქში თავისი მაჟორიტარები წარადგინოს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს. „ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარებს. ჩვენ როგორც თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატურას, ასევე მთლიანად 30-ვეს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. ბოლო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 117 ხმით მოხდეს. „საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ...
შემდეგი სტატია უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშმა, მაჟორიტარ დეპუტატებს „სიურპრიზები არ ახასიათებთ" და საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. „ჩვენ სიურპრიზები არ ვიცით, ჩვენ ვიცით წინასწარ გაფრთხილება. გახსოვთ მაშინ, როცა ჩვენ გავწიეთ წინააღმდეგობა სესიაზე, ჩვენ გავაფრთხილეთ როგორც...
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება...
ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ დადასტურდა. ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო). გლდანი - ნიკა მელია (ენმ). ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო). სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ენმ). მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები). ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია). "თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის პოლიტიკურ აკვანში, ნაძალადევის...
წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა უკვე 27 წელია წყლის პრობლემას უჩივის. წყაროები და ღელეები, რომლებიც ადრე ოჯახებს პერიოდულად ამარაგებდა, დაშრა. დამშრალია ჭებიც. წყლის მოსატანად ადგილობრივებს 12 კილომეტრის გავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრამდე უწევთ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  მოქალაქე ნათია კვარაცხელიამ, რომელსაც სოფელში ძირი სახლი აქვს, თუმცა, თბილისში ცხოვრობს და აქაურობას დროდადრო აკითხავს, "ლაივპრესს" უთხრა, რომ პრობლემები სამოქალაქო ომის და მხედრიონის შემოსვლის შემდეგ დაიწყო,...
გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა  ამ დრომდე არ განახლებულა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში “ აცხადებენ,რომ  ამ ეტაპზე სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენისთვის, საკრინიგზო ტრანსპორტოსთვის შემუშავებული რეგულაციების გამო მზად არ არიან. ამის შესახებ ტვ4 წერს. როგორც საქართველოს რკინიგზაში Tv4-ს განუცხადეს, გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა მაშინ  აღდგება, როცა რეგულაციების დაცვა შესაძლებელი იქნება . „ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის გარკვეული რეგულაციები  შეიმუშავა . ამ რეგულაციას აკმაყოფილებენ ის...
მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაა, ვლაქერნობის დღესასწაული დასვენების დღედ გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ შრომის კოდექსის რეფორმის განხილვაზე ისაუბრა პარლამენტში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ქვარაის განმარტებით, კანონპროექტში ჩნდება ელემენტი, რომლის თანახმადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე გამოცხადდეს ცალკეული თარიღები დასვენების დღედ. მერაბ ქვარაიამ ისაუბრა ვლაქერონობაზე და აღნიშნა, რომ ის საერთო სახალხო დღესასწაულია, მსგავსი დღესასწაულები კი სხვა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ. "სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის ანალოგიური...
შეჩერებული ტენდერები ქედის მუნიციპალიტეტში. სოფელ აქუცის  ხიდი, დაბა ქედის სტადიონი და პარკი ამ დრომდე რეაბილიტაციის მოლოდინშია. აქუცში მცხოვრებლები, წლებია გარესამყაროს  საცალფეხო/საბაგირო ხიდით უკავშირდებიან. ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ეპიდემიასთან ერთად, მოსალოდნელ რთულ კლიმატურ პირობებს ასახელებს პროექტების შეჩერების მიზეზად, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების უმეტესობა წელს დასრულდება. ოპოზიცია კი მუნიციპალიტეტის თვითმართველობას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს. აქ ფიქრობენ, რომ შეჩერებული...
წინა სტატია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ საკრებულოს შუამდგომლობით მიმართა, პლაჟზე საქმიანობის განხორციელებისთვის მოიჯარეებს ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაეცეთ - ამის შესახებ ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა. ინფორმაციას აჭაარის მაუწყებელი ავრცელებს.  მისი თქმით, გამონაკლისი წელს ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო დაუშვეს. ბულვარის დირექტორი აცხადებს, რომ შეღავათით 300-მდე მოიჯარე ისარგებლებს. რამდენიმე დღის წინ ამ მოთხოვნით მოიჯარეებმა მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემასთან ერთად გადასახადებზე შეღავათების დაწესებასაც ითხოვდნენ. მოიჯარეები...
ქართული რძის ფედერაცია აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია არარეგისტრირებული საწარმოების საკითხის გარშემო დაიგეგმა. პროექტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთვება და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, იდეა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტს ეკუთვნის. მისი მიზანი რძის სექტორში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და პროდუქციის ხარისხის გაზრდაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიდრე არარეგისტრირებული საწარმოებისთვის სანქციების დაწესება დაიწყება, აუცილებელია მათი სწორად ინფორმირება.
მოქალაქეებს "სიტი პარკის" მიერ გამოწერილი დაახლოებით 850 ათასი ლარის ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინიციატივა თბილისის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობოს დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ დააინიცირა. „საქმის კურსის“ ეთერში გაბუნიან განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის კომიტეტებში დაიწყო ინიციატივის განხილვა, რომელიც მომავალი წლის პლენარულ სესიაზე დასამტკიცებლად პირველი მოსმენით გავა. „ცვლილებებით, ის მოქალაქეები, ვინც სითი პარკის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე იქნენ დაჯარიმებული და ჯარიმები არ...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კომისიის წევრებმა იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ ორ პროექტზე, რომელიც მოიცავს თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების: გენერალური, ქალაქის განაშენიანების და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის მოწყობის გეგმებს. კომისიამ ასევე იმსჯელა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნების საკითხზე. კომისიის თავმჯდომარის, ნანა ხვისტანის ინფორმაციით, ქალაქმშენებლობითი გეგმების დეტალურად განხილვა ფრაქციებსა...
ევროპული საქართველო, 3 სხვა პარტიასთან ერთად, ოპოზიციის მთელ სპექტრს თბილისის 4 ოლქში მაჟორიტარობის შემდეგ კანდიდატებს სთავაზობს: ვაკე - ელენე ხოშტარია მთაწმინდა - შალვა შავგულიძე ისანი - გიორგი ვაშაძე ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი კანდიდატებზე ოპოზიციური პარტიები მსჯელობას აგრძლებენ. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ისინი უკვე შეიკრიბნენ. "რატომ 4 კანდიდატი და არა - 6. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს...
გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადათხრილ ჭავჭავაძის გამზირზე გოჭი გაასეირნა. მისი თქმით, "აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს". ჯაფარიძის შეფასებითვე, "თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს იმდენი დრო გორგასალს, რაც ამან ჭავჭავაძეს დაახარჯა". შესაბამისი ვიდეო ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა. "აქაურობა რამდენიმე თვეა დაამსგავსეს საღორეს. ხოდა რავიცი, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს. ამიტომ მოვიყვანე იმის...
აჭარაში მართლაც არის მიწის რეგისტრაციის პრობლემა, იმიტომ რომ, პრივატიზება არასრულყოფილად განხორცელდა და არის სირთულეები. ზუსტად ამის გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ მთავრობასთან შევთანხმდით, რომ ისინი განახორციელებდნენ ხვნის სამუშაოებს და დამატებით სამუშაოებს ფერემერებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს კომპენსირება - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროგრამა უნივერსალურია და ის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ