გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე არ განახლებულა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში “ აცხადებენ,რომ ამ ეტაპზე სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენისთვის, საკრინიგზო ტრანსპორტოსთვის შემუშავებული რეგულაციების გამო მზად არ არიან. ამის შესახებ ტვ4 წერს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში Tv4-ს განუცხადეს, გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა მაშინ აღდგება, როცა რეგულაციების დაცვა შესაძლებელი იქნება .
„ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის გარკვეული რეგულაციები შეიმუშავა . ამ რეგულაციას აკმაყოფილებენ ის მატარებლები, რომლებმაც მუშაობა განაახლეს. „საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად განახორციელებს ყველა იმ პროცედურას, რომლის მიხედვით მატარებლებში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შესრულება, “-განაცხადა Tv4-თან “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთერითობის სამსახურმა.
ცნობისთვის, 15 ივნისიდან რკინიგზის ხუთ მაგისტრალურ მიმართულებაზე სამგზავრო გადაყვანები განახლდა.