ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა კეთდება აჭარაში მიწის რეგისტრაციის პრობლების მოსაგვარებლად

738

აჭარაში მართლაც არის მიწის რეგისტრაციის პრობლემა, იმიტომ რომ, პრივატიზება არასრულყოფილად განხორცელდა და არის სირთულეები. ზუსტად ამის გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ მთავრობასთან შევთანხმდით, რომ ისინი განახორციელებდნენ ხვნის სამუშაოებს და დამატებით სამუშაოებს ფერემერებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს კომპენსირება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროგრამა უნივერსალურია და ის რა თქმა უნდა აჭარასაც ფარავს და იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ რეგისტრირებული, ლეგალური მიწის ნაკვეთები, ისინი მიიღებენ შეღავათს.

„მაგრამ რადგანაც გვესმის, რომ აჭარაში ფერმერების დიდ ნაწილს ეს პრობლემა მოგვარებული ვერ ჰქონდეს საქართველოს სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ჩვენ შევთანხმდით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათ ხვალაც ექნებათ დეტალური პრეზენტაცია, მათ შორის შედეგების შესახებ, მათ შორის რამდენი ჰექტარი მიწა მოუხნა ადგილობრივმა მთავრობამს ფერმერებს უფასოდ და სხვადასხვა ტიპის დახმარება მისცა“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა