ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ დადასტურდა.
- ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
- გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
- ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
- სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
- მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
- ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).
“თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის პოლიტიკურ აკვანში, ნაძალადევის რაიონში” – თქვა შალვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატმა მიაღწია უპრეცედენტო, ეპოქალურ ერთობას”.