„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე ის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის ივლისამდე განვითარდა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით დაძაბული და პოლარიზებულია.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც მხოლოდ საჯარო ფინანსების კონტროლს მოიცავს.
„აღნიშნული ანგარიშვალდებულების საფუძვლები უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ამაზე პასუხისმგებელია კომუნიკაციების კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია. აღნიშნული ვალდებულება სცდება...
აჭარის კონსტიტუციაში არჩევნებთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებს უმაღლესი საბჭო პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.
კანონპროექტით ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება და უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან სამი მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევა.
განხილვაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მონაწილეობას არ მიიღებენ. ცვლილებების დასამტკიცებლად 14 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ სწორედ 14 მანდატი აქვს.
29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 2020 წლის საპარლამენტო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებზე ისაუბრა. მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 18 ერთეული უძრავი ქონება განიკარგა, რომელთაგან 4 მშენებლობის ეტაპზეა და დაახლოებით 700 ოჯახი იქნება ფართით დაკმაყოფილებული.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება და ეს ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, 3000-ზე ოდნავ მეტი ოჯახი არის და...
მუშევანში საკარანტინო რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა
წინა სტატია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინე რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, სოფელი მუშევანი ერთადერთი დასახლება იყო რეგიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღემდე მოქმედებდა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში „კოვიდ19“-ის გავრცელების მასშტაბები იყო ყველაზე დიდი. სამწუხაროდ, სრულად დადასტურებული იყო 290 ფაქტი კოვიდინფიცირების. დღეისათვის გამოჯანმრთელებულია 282 ადამიანი, 4 აგრძელებს...
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს ეფუძნება....
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კანონის აღსრულება, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების, საბურავებისა და აალებადი ნივთიერებების ქალაქის ცენტრალურ უბნებში უსისტემოდ და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაყიდვას კრძალავს, 2021 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას ელიავას ბაზრობა წარმოადგენს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში დახმარების თაობაზე არა ერთი წერილი შემოვიდა.
„პანდემიის პირობებში, როდესაც საკომენდანტო საათი იყო გამოცხადებული, ჰაერის სისუფთავე...
კომპანია „პერსპექტივა“ იღებს ვალდებულებას, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში (29-ე და მე-15 კორპუსის მიმდებარედ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები ჯამში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 104 ოჯახს გადასცეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა...
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით, პანთეონში გრუნტის წყლების არსებობის გამო, გუბეები წარმოიქმნება, რომელთა მოცულობა უხვი ნალექის დროს იზრდება და საფლავების დატბორვის საშიშროება არსებობს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების წარმოება „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალა.
პროექტის ფარგლებში, საფლავებსა და პანთეონის უკანა კედელს შორის სადრენაჟე...
„თუ ეს კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს მუხიანში მდებარე სკვერთან დაკავშირებით, სადაც თბილისის მერის თქმით, კომპანიამ ვალდებულებები არა შეასრულა.
„დღეს მინდა, ერთ არასახარბიელო ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრულ რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს...
წინა სტატია
ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.
„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში" ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან, დავით ღუდუმიძესთან, ლენტეხის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი გაზდელიანთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმძღვანელებმა ლენტეხის სოფელ ნანარში მინისტადიონების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ადმინსიტრაციის ცნობით, პროქტის შემსრულებელი-შპს ,,ლუკა-2003-ია", ღირებულება კი, 27 731 ლარს შეადგენს.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, 2020 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 119 019 800 ლარი შეადგინა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა კი 71 271 047 ლარია.
მათივე განმარტებით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
რეგფონდით დაფინანსებულ...
თბილისის მერია მეტროსადგუ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხდა.
„მოგეხსენებათ, სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთი პროექტი განახორციელა. იცით, რომ მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება და ქალაქში ახალი ავტობუსების ეტაპობრივად შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონებისა და თავად მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ამჯერად, ვიწყებთ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკოსტრუქციას“, - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, სრულად გადაიხურება...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნეს.
„თხილის ახალი საწარმო ფერმერებს მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება,...
სტატიის გაგრძელება
1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, პანკისის სათემო ორგანიზაცია რადიო WAY-ის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. ამ თემაზე ინფორაციას რადიო WAY ავრცელებს.
"სათემო ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ფინანსთა სამინისტრომ, ახმეტის მუნიციპალიტეტს, „ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებისას“ 60 ათასი ლარი დაუტოვოს პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის პეტიციის დასაკმაყოფილებლად. პეტიციით პანკისის მოსახლეობა რაიონულ ცენტრთან და ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































