თბილისის მერია მეტროსადგუ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხდა.
„მოგეხსენებათ, სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთი პროექტი განახორციელა. იცით, რომ მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება და ქალაქში ახალი ავტობუსების ეტაპობრივად შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონებისა და თავად მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ამჯერად, ვიწყებთ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკოსტრუქციას“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა.
სამუშაოებს საქართველოში უცხოური საწარმოს, შპს „კაიზენის“ ფილიალი შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია