ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

632

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან, დავით ღუდუმიძესთან, ლენტეხის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი გაზდელიანთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმძღვანელებმა ლენტეხის სოფელ ნანარში მინისტადიონების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ადმინსიტრაციის  ცნობით, პროქტის შემსრულებელი-შპს ,,ლუკა-2003-ია”, ღირებულება კი, 27 731 ლარს შეადგენს.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია, როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები.

სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებია: 22.05.2020- 16.07.2020წწ.