დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

407

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს ეფუძნება. კანონის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30.

პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.