გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.
მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა აკრძალული და კანონით ისჯება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ.
„გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მიწების რეაგისტრაცია დაიწყო.
ადგილზე უკვე იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მიწის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში ადგილობრივებისთვის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით აუცილებელ სამუშაოებს ინტესიური რეჟიმით ახორციელებენ.
ამჟამად მოსახლეობისთვის მიწების დაკანონება უკვე აქტიურად ხდება როგორც ლამბალოში, ასევე იორმუღალოში. ცნობილია, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში სხვა დასახლებებსაც მოიცავს.
გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 122 280 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამით წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის...
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
ერთ-ერთი ინიციატორის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, ამ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები 4 ივლისს დაისეტყვა. მერიის ინფორმაციით 4 სოფლის გარდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაზიანდა სოფელ კლდეშიც. მერიის სამუშაო ჯგუფები ზარალის დასათვლელად იმ დღესვე გავიდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„სტიქიის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: წნისი, მუგარეთი, სვირი და ბოგა დაზარალდა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, გზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები. ასევე, სეტყვამ დააზიანა სოფელ კლდის სასოფლო-სამურნეო სავარგულებიც. ამ ეტაპზე სოფლებში სამუშაო ჯგუფები...
აბასთუმანში ავტოსადგურის დაპროექტება-მშენებლობისათვის დაახლოებით 9 მილიონ ლარიანი ტენდერი კერძო კომპანიის ინიციატივას შეეწირა. ტენდერში გამარჯვებულს ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ მგფ-მა მასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა. ტენდერი კი სულ თავიდან, მესამედ გამოაცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სოფელ აბასთუმნის შესასვლელში ავტოსადგომის მოწყობისათვის მიწის მოსწორება 2019 წლის სექტემბერში ამხანაგობა „ერთობლივი საქმიანობა აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ დაიწყო. იგი...
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
პროექტს ''საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი'' კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
უშიშროების შენობა მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის იანვარში გადაეცა.
მანამდე ის „ვისოლ პეტროლიუმის“ შვილობილი კომპანიის „ველაჯიოს“ საკუთრება იყო. შენობის სავალალო მდგომარეობის შესახებ „ლაივპრესმა“ მასალა არაერთხელ მოამზადა.
მოდერნის...
რამდენიმე თვეა, რაც მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელ საიმერლოს შიდა გზებზე ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობს. მაგალითად, თუ აქამდე მოსახლეობამ მიახლოებით მაინც იცოდა როდის უნდა გამოევლო ტრანსპორტს, ახალა ეს სიტუაცია შეიცვალა და მათი მარნეულამდე ჩამოსვლის დრო მძღოლების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სოფელ მსგავსი პრობლემა სამ უბანზეა, კერძოდ - ზაზა ბოჭოიძის, ბარათაშვილის და შამათავს ქუჩებზე. როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელში ტრანსპორტის...
ქუთაისში, 12 ქუჩაზე, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ატრაქციონები განთავსდება: ხარებავას N9, N10 (ჩეხური ბინები), N7, N6-ს შორის, მუსხელიშვილის N9 ბინის ეზოში, ახალგაზრდობის გამზ. მე-5 შეს. N15-ს მიმდებარედ,ნიკეას მე-2 შეს. N3, N5 კორპუსების მიმდებარედ, ბუხაიძის N11ა ბინის წინამდებარე სკვერში, წერეთლის N192 (სახანძროს უკან არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ), ნეკრასოვის N96 ჩიხში, რ. თაბუკაშვილის N223, აღმაშენებლის გამზირი, 100 საფეხურიან კიბესთან არსებულ სკვერში, გუგუნავას N13-თან (N9 ბაგა-ბაღის წინ არსებულ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში დღეს მის სანახავად აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
თითქმის დანგრეული შენობის აღდგენა USAID-ის პროექტის "ზრდა" დახმარებით განხორციელდა.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც," - აღნიშნავენ გორის მერიაში.
ელჩთან ერთად ქვეშში...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში სარწყავი და სანიაღვრე არხების პრობლემა მოწესრიგდა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს სამტრედიის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ლეჟავამ განუცხადა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სარწყავი და სანიაღვრე ქსელების რეკონსტრუქცია ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ სოფელ ბაშის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში სახელწოდებით "მოქალაქის ხმა" ისაუბრეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ ეზოებსა და სახლებში წყალი შედიოდა.
ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების,...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის საფარის დაგება დასრულდა. სამტრედიის მერიაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ახალსოფელში გზის საფარის დაგება ერთი კვირის წინ დასრულდა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ახალსოფლის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში სახელწოდებით "მოქალაქის ხმა" ისაუბრეს.
ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.
ვიდეობლოგები თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან მზადდება, რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების...
ბათუმის საჩუქარი ხულოს მერიას. თვითმმართველმა ქალაქმა მუნიციპალიტეტს 20 ათასი ძირი ყვავილი უსასყიდლოდ გადასცა და დასარგავად მუშახელიც დაახმარა. ეს კი მაშინ როცა ბათუმშიც ბევრი ადგილია გასამწვანებელი და თან, ხულოს მერიაში ამ მიმართულებით სპეციალური სამსახური ფუნქციონირებს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
იყო თუ არა საჩუქრის გაგზავნა თორნიკე რიჟვაძის სურვილი? ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში თავი იმით იმართლეს, რომ ამ ფორმით ითანამშრომლეს ანუ მერიებს...
წინა სტატია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წყლის სისტემის მშენებლობის 70 % -მდე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში უკვე გაკეთდა ახალი გამანაწილებელი და სადაწნეო ქსელები. ასევე, დასრულდა ერთი ახალი რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობისა და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები. მათი...
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე ქსელის მოწყობაც დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები, გოფრირებული მილები 527 გრძივ მეტრზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.
„დაახლოებით, 60 წელია სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია არ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































