ბათუმის საჩუქარი ხულოს მერიას. თვითმმართველმა ქალაქმა მუნიციპალიტეტს 20 ათასი ძირი ყვავილი უსასყიდლოდ გადასცა და დასარგავად მუშახელიც დაახმარა. ეს კი მაშინ როცა ბათუმშიც ბევრი ადგილია გასამწვანებელი და თან, ხულოს მერიაში ამ მიმართულებით სპეციალური სამსახური ფუნქციონირებს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
იყო თუ არა საჩუქრის გაგზავნა თორნიკე რიჟვაძის სურვილი? ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში თავი იმით იმართლეს, რომ ამ ფორმით ითანამშრომლეს ანუ მერიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.
სიუჟეტში ნათქვაია, რომ წყარო, რომელმაც ინფორმაცია მედიას გააუმხილა, ეჭვობს, რომ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახური აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებდა. თუმცა, მან ღიად საუბრისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა.
ზაფხულის ეს ერთწლოვანი ყვავილები ბათუმის გამწვანების სამსახურმა ხულოს ცეტრში, მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში 3 ივლისს დარგო. თვითმმართველმა ქალაქმა, მუნიციპალიტეტს, რომელსაც საკუთარი გამწავნების სამსახური აქვს, 20 000 ძირი ყვავილი გადასცა.
წერილობითი მოთხოვნა, ხულოს მერმა ბათუმის მერს პირველ ივლისს გაუგზავნა. სთხოვდა, ეშუამდგომლა ბათუმის გამწავნებისა და ლადშაპტური დაგეგმარების სამსახურთან, ყვავილები უსასყიდლოდ მიეცათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, ყვავილებთან ერთად ბათუმის გამწვანების სამსახურმა უზრუნველყო მუშახელისა და სპეციალური ტექნიკის გაგზავნაც.
მერიაში ამბობენ, რომ ამდენად ხულოს მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაისარჯნენ.
„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების“ სამსახურსა და „ხულოს მუნიციპალურ სერვისს“ შორის მემორანდუმი 2 ივლისსაა გაფორმებული. შეთანხმება გულისხმობს თანამშრომლობას გამწვანება-მოწყობით, ასევე მცენარეთა მოვლა-პატრონობის საკითხებში, სანერგეში არსებული რესურსის და კოლექციებში დაცული მცენარეების თესლებისა და კალმების ურთიერთგაცვლას, ასევე მცენარეთა მავნებელი დაავადებებისაგან დაცვას და სხვა.
ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ხულოს მერია გამონაკლისი არ არის და როცა შესაბამისი ამინდი იქნება, ყვავილებს შუახევის მუნიციპალიტეტსაც დაურგავენ.