ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

591

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები 4 ივლისს დაისეტყვა. მერიის ინფორმაციით 4 სოფლის გარდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაზიანდა სოფელ კლდეშიც. მერიის სამუშაო ჯგუფები ზარალის დასათვლელად იმ დღესვე გავიდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„სტიქიის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: წნისი, მუგარეთი, სვირი და ბოგა დაზარალდა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, გზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები. ასევე, სეტყვამ დააზიანა სოფელ კლდის სასოფლო-სამურნეო სავარგულებიც. ამ ეტაპზე სოფლებში სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და ზარალს ითვლიან“ – გვითხრეს ახალციხის მერიაში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.