სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის საფარის დაგება დასრულდა. სამტრედიის მერიაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ახალსოფელში გზის საფარის დაგება ერთი კვირის წინ დასრულდა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ახალსოფლის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში სახელწოდებით “მოქალაქის ხმა” ისაუბრეს.
ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.
ვიდეობლოგები თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან მზადდება, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.
რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა ეწყობა. შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.
მრგვალი მაგიდა არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.