ქუთაისში, 12 ქუჩაზე, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება

1412

ქუთაისში, 12 ქუჩაზე, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ატრაქციონები განთავსდება: ხარებავას N9, N10 (ჩეხური ბინები), N7, N6-ს შორის, მუსხელიშვილის N9 ბინის ეზოში, ახალგაზრდობის გამზ. მე-5 შეს. N15-ს მიმდებარედ,ნიკეას მე-2 შეს. N3, N5 კორპუსების მიმდებარედ, ბუხაიძის N11ა ბინის წინამდებარე სკვერში, წერეთლის N192 (სახანძროს უკან არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ), ნეკრასოვის N96 ჩიხში, რ. თაბუკაშვილის N223, აღმაშენებლის გამზირი, 100 საფეხურიან კიბესთან არსებულ სკვერში, გუგუნავას N13-თან (N9 ბაგა-ბაღის წინ არსებულ სპორტულ მოედანთან), ი. ჭავჭავაძის გამზ. N3ბ-ს წინ (საერთო სივრცე) და ჭაბუკიანის N14-ს წინ.

ატრაქციონების მოსაწყობად 81 ათას 180 ლარია განკუთვნილი. სატენდერეო წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.