აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით გორის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის შენობა აღადგინეს

339

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში დღეს მის სანახავად აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

თითქმის დანგრეული შენობის აღდგენა  USAID-ის პროექტის “ზრდა” დახმარებით  განხორციელდა.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც,” – აღნიშნავენ გორის მერიაში.

ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის “ზრდა” წარმომადგენლები.