სამტრედიის სოფელ ბაშში მოუწესრიგებელი არხების პრობლემა მოგვარდა

685

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში სარწყავი და სანიაღვრე არხების პრობლემა მოწესრიგდა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს სამტრედიის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ლეჟავამ განუცხადა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სარწყავი და სანიაღვრე ქსელების რეკონსტრუქცია ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სოფელ ბაშის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში სახელწოდებით “მოქალაქის ხმა” ისაუბრეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ ეზოებსა და სახლებში წყალი შედიოდა.

ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.

ვიდეობლოგები თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან მზადდება, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა ეწყობა. შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.

მრგვალი მაგიდა არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.