სამგორის რაიონს მომავალ წელს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება. თბილისის მერიის ცნობით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მიმდინარეობს. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობას ექნება კეთილმოწყობილი შიდა და გარე სივრცეები, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი. 12-ჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 100-მდე ადამიანი. პროექტის დეტალები...
ქუთაისში, ბალახვნის ასასფეხურიან კიბესთან სასტუმროს მშენებლობა ქალაქისთვის მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ერთი წლის წინ სახელმწიფოს მიერ გაყიდულ მიწაზე, სადაც 50 ნომრიანი სასტუმრო შპს "ქუთაისი ინნს"  უნდა აეშენებინა, ბანერიც კი არ დგას. ადგილზე სამუშაოები არც კი დაწყებულა. დაზიანებულია ღობეც, რომლითაც კომპანიამ ტერიტორია შემოღობა. ამიტომ ადგილზე შესვლა მარტივად არის შესაძლებელი, რის გამოც ტერიტორია დანაგვიანებულია. ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც მიწის ნაკვეთი...
სტატიის გაგრძელება ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, შესაბამისად, მის ადგილს საკრებულოში ამავე პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - აცხადებენ მერიაში. მათივე ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის თერჯოლის სერვის ცენტრის მენეჯერ გიგა ზაუტაშვილთან შეხვედრა გამართა. "შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ განსახორციელებელი სამუშაოები განიხილეს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში: ჩიხორში,...
„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება. პარტიის ცნობით, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, სააგენტო 3 სხვადასხვა ტიპის 2019 წლიან ექსპლუატაციაში არ ნამყოფ, ახალი ავტომაქნანების შეძენას აპირებს, კერძოდ 3 მსუბუქი ფურგონიანი ავტომანქანის, 2 მსუბუქი ჰიბრიდული ძრავის ავტომანქანისა და 2 სატვირთო ფურგუნის. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ტენდერების საერთო ღირებულება 359 500 ლარს შეადგენს. „იმ...
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. მათი ინფორმაციით, სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და ღობით შემოისაზღვრა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი...
პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. „აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. "შპს „მშენკომპლექსმა“ შენობის გადახურვის, მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟის და შენობის გარეფასადის ლესვის სამუშაოები დაასრულა. ამჟამდ მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროექტით შენობა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით აღდგება. საბავშვო ბაღს აღსაზრდელთა კიდევ ერთი ჯგუფი დაემატება და სოფლის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდება", - განმარტავენ მერიაში. საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 278 913 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. "მუნიციპალიტეტში...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, ფიტნეს ზონები 16 მისამართზე განათავსა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები შვიდ მისამართზე განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი - ცხრა მისამართზე. სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის 10 სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მუხიანის 4ბ მიკრორაიონის...
ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად არის შეჩერებული, სხვა მონაკვეთებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, ისინი ძალისმიერ მეთოდებს მოსახლეობის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ და მხოლოდ მათთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა. „რუსთავის მაგისტრალზე, ჩვენ გვაქვს შეჩერებული მხოლოდ ერთ მონაკვეთზე სამუშაოები, სადაც სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოხდა აქტიური პროტესტი იმ სამუშაოებთან...
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაას მოწინააღმდეგე ადგილობრივების ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან პეტიციას ავრცელებენ: „გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა”. ისინი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. საქართველოს მთავრობასთან ერთად, პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის...
ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელების ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხაშურის მერიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, სველი წერტილები ეწყობა. "სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას. ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ჯამში 98 500 ლარს მოიცავს", - აცხადებენ მერიაში.
თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი ინიციატივების შეფასებისა და დაფინანსების საკითხის განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. როგორც გორის მერიაში განმრტავენ. საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზდრული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიღების მსურველ ორგანიზაციებს საპროექტო განაცხადის შევსებაც მოუწევთ. "სამუშაო ჯგუფები გორის მერის 3 ივლისი N3905 ბრძანების მიხედვით შეიქმნება, ამავე ბრაძანებით დამტკიცდა საპროექტო განაცხადის ფორმაც. კონსტანტინე თავზარაშვილმა ბრძანების მომზადებისას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე...
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მანამდე, გახარიამ კითხვას, იქნებოდა თუ არა საარჩევნო სიაში თავად პირველი ნომერი უპასუხა, რომ ის ბოლო ნომრად...
წინა სტატია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონს დღეს გახსნის. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ამბობენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში იფუნქციონირებს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 9 სოფლის - წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, ასევე ქოთიშის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შედეგად, 3000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაკვეთით 8,4 მილიონი ლარით დაფინანსდება, მდინარე ალგეთის წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას, ახალი რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობას, ასევე შიდა ქსელის მოწყობას და 650 აბონენტის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. ამასთან, ტენდერი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ