გორის მერიაში თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, პროექტების წარდგენისა და განხილვის წესები იცვლება

467

თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი ინიციატივების შეფასებისა და დაფინანსების საკითხის განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

როგორც გორის მერიაში განმრტავენ. საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზდრული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიღების მსურველ ორგანიზაციებს საპროექტო განაცხადის შევსებაც მოუწევთ.

“სამუშაო ჯგუფები გორის მერის 3 ივლისი N3905 ბრძანების მიხედვით შეიქმნება, ამავე ბრაძანებით დამტკიცდა საპროექტო განაცხადის ფორმაც. კონსტანტინე თავზარაშვილმა ბრძანების მომზადებისას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის 10 აპრილის N21 დადგენილებით იხელმძღვანელა”, – განმარტავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.