ხაშურის სოფელ ოსიაურისა და ხცისის სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება

365

ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელების ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაშურის მერიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, სველი წერტილები ეწყობა.

“სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას. ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ჯამში 98 500 ლარს მოიცავს”, – აცხადებენ მერიაში.