დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში ასფალტის მოწესრიგებას ასრულებს.
"მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა, ტერიტორიაზე დაზიანებული ბორდიურებიც შეიცვალა. დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 5ა კორპუსთან კი 1 530 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო, მეორე ფენის დაგება უახლოეს დღეებში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კორპუსების ეზოების მოწესრიგებასთან ერთად, აღნიშნული კვარტლის მერვე კორპუსიდან მეთექვსმეტე კორპუსებამდე არსებული...
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ახალი სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები.
სკვერის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და ავტოქარხანაში მერის წარმომადგენელ გიგა ციბაძესთან ერთად დაესწრო...
დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.
"პროექტით გათვალისწინებულია გარეგანათების სისტემის მოწყობა, სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 136 775 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს", -...
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს.
უწყების ცნობით, 2019 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
კრწანისში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებები გრძელდება.
კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, თელეთის მესამე შესახვევი N4 -ის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
"პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 141 000 ლარია, სარდაფში მიწის გამაგრების სამუშაოები შესრულდება, გამაგრდება საძირკველი, მოხდება მთლიანი ფასადის, ეზოსა და აივნების სრული რეაბილიტაცია', - განმარტავენ გამგეობაში.
ამ ეტაპზე, კრწანისში ცხრა სახლის კაპიტალური გამაგრება სრულდება.
მთაწმინდაზე, ბ. კრავეიშვილის ქუჩა N5-ში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება.
მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება. ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება და სეისმური სარტყელის მოწყობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 242 ლარი დაიხარჯება.
საბავშვო გასართობი კომპლექსი, რომელიც ლაგოდეხის მერიამ 87 ათას ლარად იყიდა, რუსული ანბანით არის გაფორმებული. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპლექსი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მერიას მოუწოდებს რუსულის ნაცვლად ქართული ანბანის პოპულარიზაცია მოახდინოს. როგორ მოხვდა რუსული წარმოების ატრაქციონი კახეთში და ხედავს თუ არა პრობლემას ლაგოდეხის მერი?
ლაგოდეხში, რანის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში ბავშვებისთვის დამონტაჟებული...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.
ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა, მაგრამ მას უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, იზრდება იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი ექნებათ. კერძოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე გომის მთას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭებათ.
გიორგი გახარიას თანახმად, მთლიანობაში ამგვარია 59 დასახლებული პუნქტი, მათ შორის გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 სოფელი.
„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სოციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მთავრობამ პანდემიის დროს შეიმუშავა, 721 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მიუხედავად ყველა იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე", — აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, გახარიამ თქვა, რომ უნდა გადაიხედოს იმ მოქალაქეების სია, რომელთაც შეიძლება, სოციალური დახმარება...
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ ღამით საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, აღნიშნული მანქანებით სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
"აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, უკვე ვერც...
ქალაქის ხელმძღვანელების მოთხოვნის შემდეგ, მესაკუთრემ მიწის (ტროტუარის) ნაწილი დათმო, - ამის შესახებ ა(ა)იპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩინჩალაძემ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
რუსუდან ჩინჩალაძის განმარტებით, მიწის ნაკვეთი 2017 წლის დასაწყისში ელექტრონული აუქციონით გასხვისდა. თავდაპირველად ტროტუარის ნაწილიც გაიყიდა, თუმცა ახალ მეპატრონესთან შეთანხმების მიღწევის შედეგად მშენებლობა განხორციელდება ფეხით სავალი ტერიტორიის-ტროტუარის მიღმა.
,,2017 წლის დასაწყისში...
წინა სტატია
დაბა ჩაქვში გამართულ აქციას ქობულეთის მერიაში გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისისა და ბეჟანიძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციების შემუშავება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ეტაპობრივად მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
"სკვერის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ტერიტორია სადაც მოსასვენებელი ადგილი უნდა მოეწყოს, სახელმწიფო მიწის საკუთრებას წარმოადგენს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გადმოცემის საკითხზე მუშაობა და დასრულდება თუ არა პროცედურა, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება ადგილზე ტერიტორიის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; მოეწყობა ბილიკები, წყლის ფანტანი, განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და გამწვანება. სკვერში განთავსდება ურნები და საპარკე სკამები.
პროექტის მოწყობით სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ადგილზე გაეცნენ.
„სოფელ ტაძრისში სკვერის მოწყობა...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა.
სკვერში განთავსდება საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები. სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.
“გარკვეული დროის განმავლობაში, ამ მისამართზე მოსახლეობას სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. მალე ეზოში კეთილმოეწყობა დასასვენებელი...
საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას იწყებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტად დაზიანებულ მონაკვეთებსა და ქუჩებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტეში ჯამში 2 გზის მონაკვეთი და 5 ქუჩა, რასაც 21 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი მოხმარდება.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































